ელექტრონული ბილეთები

ელექტრონული ბილეთი (E-Ticket) - არის სტანდარტული ბილეთი ელექტრონული ფორმით. ის წარმოადგენს ქაღალდის ბილეთის შემცვლელს და ინახება Georgian Airways-ის საინფორმაციო ბაზაში. 

ელექტრონული ბილეთი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ავიაკომპანიის დასახელება, ბილეთის გამომწერი ოფისი, გამოწერის თარიღი, ბილეთის და ჯავშნის ნომერი, მგზავრის სახელი და გვარი, აეროპორტების დასახელება, გაფრენის და ჩაფრენის თარიღები, გამგზავრების დრო (ბილეთში ყოველთვის მითითებულია ადგილობრივი დრო, ქალაქების მიხედვით), ტარიფი და გადახდის ფორმა.

ელექტრონული ბილეთის გამოყენება შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში. თარიღის ცვლილების ან ბილეთის დაბრუნების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ სააგენტოს სადაც შეიძინეთ ბილეთი. იმ შემთხვევაში თუ ბილეთი შესყიდულია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ: online@georgian-airways.com-ზე. 

ელექტრონული ბილეთის უპირატესობებია:

  • შეუძლებელია ბილეთის დაკარგვა;
  • ელექტრონული ბილეთის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. საკმარისია უზრუნველყოფილი იყოთ ინეტრეტთან კავშირით;
  • ელექტრონული ბილეთის ყიდვა შესაძლებელია სხვა პიროვნებისთვის;
  • ბილეთის შეძენა შეგიძლიათ დამოუკიდებლად და სახლიდან გაუსვლელად.
  გთხოვთ სავიზო რეგულირების ინფორმაციის მისაღებად ეწვიოთ შემდეგ მისამართს: www.mfa.gov.ge
მიმართულებები
ინფორმაცია და მომსახურება
ბორტზე
საჭირო ინფორმაცია
სამგზავრო ბარგი
სპეც-მომსახურება
ელექტრონული ბილეთები
მგზავრობა ბავშვებთან ერთად
საკონტაქტო ინფორმაცია
დაგეგმვა და შესყიდვა
სად დავფრინავთ
რეისების განრიგი
ბილეთის შესყიდვა
ინტერაქტიული რუკა
ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ
ავიაპარკი
ეკიპაჟი
პარტნიორი კომპანიები
დაზღვევა
ტექნიკური უზრუნველყოფა
კორპორატიული მართვა
PR და მარკეტინგის სამსახური
შემოთავაზებები
სიახლეები
სპეციალური შემოთავაზებები
© 2013 Georgian Airways Conditions of Carriage | Privacy Policy | Legal Notice