Airzena
კომპანიის სამოქმედო პროგრამა

I. სამოქმედო პოლიტიკის არსი

ეს დოკუმენტი არის შ.პ.ს. ჯორჯიან ეარვეისის („ჯორჯიან ეარვეისი“) კორპორატიული სამოქმედო გეგმა, და ის ადგენს კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას რაც არეგულირებს კომპანიის მიერ კორპორატიული სამოქმედო პროგრამის განვითარებას, განხორციელებასა და ფუნქციონირებას. ეს გეგმა შემუშავებული და განხორციელებულია ჯორჯიან ეარვეისის კორპორატიული პოლიტიკის, ბიზნეს ეთიკისა („კოდექსი“) და ქცევის კოდექსის შესაბამისად. ჯორჯიან ეარვეის-მა შეიმუშავა ეს გეგმა რათა კომპანიაში განვითარდეს ორგანიზაციული კულტურა რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეთიკურ ქცევას და კანონის დაცვის განმტკიცებას. გეგმა შემუშავებულია არაეთიკური ქცევის ან კანონის დამრღვევი ქმედების თავიდან აცილების, გამოვლენისა და სწორად განსაზღვრის მიზნით.

ეს გეგმა განსაზღვრულია მხოლოდ ჯორჯიან ეარვეისის შიდა მოხმარებისათვის  და ის არ წარმოშობს არანაირ უფლებასა და ვალდებულებას სხვა პიროვნებებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც განსაზღვრულია მოცემულ დოკუმენტში. 

ჯორჯიან ეარვეისი აღიარებს რომ ამ გეგმის წარმატება დამოკიდებულია დირექტორებსა და მენეჯერებზე, თუ რამდენად კარგად მოახდენენ ამ გეგმის ინტეგრირებას ბიზნესის ოპერაციულ და ფუნქციონალურ სფეროში,   და რამდენად კარგად ადევნებენ თვალყურს მის დაცვას. გეგმის წარმატება ასევე დამოკიდებულია პიროვნების მიერ ზუსტი აღრიცხვის სტრუქტურაზე,  რომელსაც ევალება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აღრიცხოს გეგმის მუშაობა და პერიოდულად წარუდგინოს ჯორჯიან ეარვეისის ხელმძღვანელობას ანგარიში გეგმის ეფექტურობასთან დაკავშირებით.  ასეთი ვალდებულების შესასრულებლად, დანიშნულ პირს გადაეცემა ადეკვატური რესურსები, შესაბამისი უფლებამოსილება და პირდაპირი წვდომა ჯორჯიან ეარვეისის ხელმძღვანელობასთან.   თავის მხრივ, ჯორჯიან ეარვეისი გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს პერიოდული კომუნიკაციის მიზნით და პრაქტიკულ ფორმაში, გეგმის ეფექტურად მუშაობის მიზნით თანამშრომლებსა და მენეჯერებს ჩაუტარებს ტრენინგებს გეგმის მეთოდოლოგიასთან მიმართებაში ან სხვა რაიმე სახით გააცნობს მათ ამ გეგმის წესებსა და პასუხისმგებლობებს.

ჯორჯიან ეარვეისი, თავისი უფროსი მენეჯერების საშუალებით, რეგულარულად განიხილავს ამ გეგმის ეფექტურობას და  მასში განსაზღვრული დავალებების კომპანიის რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესრულების შესაბამისობას. ჯორჯიან ეარვეისი იმედოვნებს, რომ თითოეული მისი თანამშრომელი და ოფიცერი დაიცავს ამ გეგმაში მოცემულ სტანდარტებს და რომ ამ გეგმის ფორმასა და შესრულებაში ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართავს კომპანიის მენეჯერებს, კომპეტენტურ თანამდებობის პირსა და კომისიას.

 

II. მენეჯმენტის გეგმა

გეგმის ეფექტური განვითარების, შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით ჯორჯიან ეარვეისის სტრუქტურაში მოხდება კომპეტენტურ თანამდებობის პირისა და კომისიის დაინიშვნა. ქვემოთ მოცემულია ამ კომისიისა და კომპეტენტურ თანამდებობის პირის განსაზღვრული მოვალეობები.

 

A. კომპეტენტური კომისია

კომპეტენტური კომისია შედგება და არ შემოიფარგლება კომპეტენტურ თანამდებობის პირის, კადრების განყოფილების უფროსისა და წარმოების დირექტორისაგან.

კომპეტენტური კომისია უნდა შეიკრიბოს სულ მცირე კვარტალში ერთხელ მაინც. კომპეტენტურ თანამდებობის პირი შიძლება ამავე დროს იყოს კომისიის თავმჯდომარე და მას ევალება წინასწარ კრების განრიგისა და დღის წესრიგის განსაზღვრა.  კრებაზე დამსწრე ნებისმიერ წევრს შეუძლია დღის წესრიგში დააყენოს ნებისმიერი საკითხი.

კომისიას შეუძლია მოითხოვოს კრებაზე ნებისმიერი მენეჯერის ან თანამშრომლის დასწრება დღის წესრიგში განსახილვევი საკითხის შესაბამისად. კომისიის სხდომაზე ფორმდება კრების ოქმი რომელსაც ინახავს კომპეტენტურ თანამდებობის პირი იმ სტანდარტებით რა სტანდარტებითაც დაცულია კომპანიის სხვა დოკუმენტაცია.

კომპეტენტური კომისია პასუხისმგებელია კორპორაციის მოქმედების პროგრამის განვითარებაზე, განხორციელებაზე, ზედამხედველობასა და მონიტორინგზე. კომპეტენტური კომისიის მოვალეობებში შედის, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • დახმარება გაუწიოს სხვადასხვა დეპარტამენტებს სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, რომელიც ქვემოთ განსაზღვრულია ამ გეგმის III ნაწილში, გაუწიოს კოორდინირება ასეთ დეპარტამენტებს მომზადებისა და შესწავლის პროცესში შესაძლებლობების ფარგლებში, და შეეცადოს უზრუნველყოს რომ დეპარტამენტების მხრიდან გეგმის განხორციელება ხდება ერთგვაროვნად და თანმიმდევრულად;
  • უზრუნველყოს, თანამშრომელთა ყოველწლიური გადამზადება  კოდექსთან დაკავშირებით დადგენილი სტანდარტებითა და პროცედურებით, და რომ პერსონალი გაეცნოს ყოველწლიურად მათ შეთანხმებას კანონის დაცვის შესახებ, წერილობითი ფორმით იქნება ის თუ ელექტრონული საშუალებებით;
  • უზრუნველყოს, რომ ახლად დაქირავებულმა პერსონალმა გაიაროს საწყისი ტრეინინგი კოდექსთან მიმართებაში და სხვა სტანდარტები და პროცედურები, როგორც წინასახელშეკრულებო პროცესის ნაწილი;
  • განავითაროს, განახორციელოს და განიხილოს ის სტანდარტები და პროცედურები რაც აუცილებელია არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მათ გამოსავლენად და გამოსასწორებლად;
  • პერიოდულად შეაფასოს იმ სტანდარტებისა და პროცედურების ეფექტურობა რაც დადგენილია არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მათ გამოსავლენად და გამოსასწორებლად, და რეკომენდაცია გაუწიოს კომპეტენტური კომისიის მიერ დადგენილი საჭირო  სტანდარტებისა და პროცედურების მოდიფიკაციას;
  • უზრუნველყოს, რომ მოქმედ კანონში რაიმე სახის ცვლილება ან მისი ახალი ინტერპრეტაცია შესაბამისად მიეწოდოს პერსონალს თითოეულ დეპარტამენტში, დაეხმაროს დეპარტამენტებს დროულად შეიტანონ საჭირო ცვლილებები და შესწორებები სტანდარტებსა და პროცედურებში;
  • რეკომენდაცია გაუწიოს კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელობას თანამშრომელთა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში; 
  • პერიოდულად გადახედოს და შეიტანოს კოდექსში ან ამ გეგმაში ის ცვლილებები,  რაც კომისიას მიაჩნია მიზანშეწონილად;

 

B. კომპეტენტური თანამდებობის პირი

კომპეტენტურ თანამდებობის პირს ირჩევს კომპანიის გენერელური დირექტორი და მას ეკისრება პასუხისმგებლობა კორპორაციის სამოქმედო პროგრამის განვითარებაზე, განხორციელებაზე, ზედამხედველობასა და მონიტორინგზე, თუმცა კომპეტენტურ თანამდებობის პირს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება ქვეშევრდომებზე. კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა უნდა წარუდგინოს გენერალურ დირექტორს წერილობითი ანგარიში კომპეტენტური კომისიის საქმიანობისა და ეფექტურობის შესახებ პერიოდულად , სულ მცირე კვარტალში ერთხელ მაინც.

კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია დროდადრო შეხვდეს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერებს, მიიღოს მათგან შენიშვნები და წინადადებები თითოეული დეპარტამენტში მიმდინარე  არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან აცილების, გამოვლენისა და კორექტირების პროცედურების შესახებ,  რათა შემდგომში ეს ინფორმაცია წარუდგინოს კომპეტენტურ კომისიას პერიოდული გადახედვის მიზნით.  იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ დეპარტამენტს არ გააჩნია არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან აცილების, გამოვლენისა და კორექტირებისათვის  საჭირო სტანდარტები  და პროცედურები , კომპეტენტური თანამდებობის პირი ამ კონკრეტულ დეპარტამენტთან და კომპეტენტურ კომისიასთან ერთად შეიმუშავებს შესაბამის სტანდარტებსა და პროცედურებს.  კომპეტენტურ თანამდებობის პირს ასევე შეუძლია დროდადრო შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი დეპარტამენტის წევრებისაგან და მათი არჩევა ხდება კომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. 

კომპეტენტური თანამდებობის პირი აწარმოებს საჩივრების აღმნუსხველ ჟურნალს სადაც შეტანილია ყველა სახის ბრალდება და განცხადება შეუსრულებლობის შესახებ. თითოეული დაფიქსირებული განცხადება და საჩივარი ზედმიწევნით კარგად უნდა იქნეს გამოძიებული კომპეტენტური ოფიცრის ან მისი მოვალეობის შემსრულებელის მიერ ამ გეგმის ქვემოთ მოცემული VII ნაწილის შესაბამისად.   

 

III. დეპარტამენტების პასუხისმგებლობა

თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომპეტენტური კომისიის დახმარებით, პასუხისმგებელია ამ გეგმის შესრულებაზე მათდამი დაქვემდებარებულ დეპარტამენტებში. პასუხისმგებლობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგს:

  • ითანამშრომლოს კომპეტენტურ კომისიასთან ამ გეგმის ზემოთ მოცემული II ნაწილში განსაზღვრული მოვალეობების შესრულების დროს;
  • განავითაროს, განახორციელოს და განიხილოს ის სტანდარტები და პროცედურები რაც აუცილებელია არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მათ გამოსავლენად და გამოსასწორებლად დეპარტამენტში განსაზღვრული ბიზნეს ფუნქციებისა და საქმიანობების შესაბამისად, მათ შორის შიდა კონტროლი, რაც ამცირებს შესაძლო დარღვევების რიცხვს;
  • განავითაროს გამოსაცდელი პროცედურები და სტანდარტები რათა განსაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება პერსონალის მუშაობა დეპარტამენტის სტანდარტებსა და პროცედურებს. მსგავსი გამოსაცდელი პროცედურები დადგენილია იმ პრაქტიკების შესამოწმებლად რომელიც ქმნიან დეპარტამენტში არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების რისკს;
  • პერიოდულად შეაფასოს იმ სტანდარტებისა და პროცედურების ეფექტურობა რაც დადგენილია დეპარტამენტში არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მათ გამოსავლენად და საჭიროების შემთხევაში მოახდინოს ამ პროცედურების მოდიფიცირება . დეპარტამენტი სატესტო პროცედურების შედეგებს აცნობებს კომპეტენტურ კომისიას რეკომენდირებული სტანდარტების დაცვით;
  • უზრუნველყოს დეპარტამენტში არსებული სტანდარტებისა და პროცედურებში ცვლილებების შეტანის დროულად განხორცილება რაც გამოწვეულია მოქმედ კანონში რაიმე სახის ცვლილების ან მისი ახალი ინტერპრეტაციის შედეგად.


IV. პერსონალის პოლიტიკა

ჯორჯიან ეარვეისი  შეგნებულად არ დაასაქმებს ისეთ პირს მნიშვნელოვან თანამდებობაზე და არც მიანიჭებს რაიმე მნიშვნელოვან უფლებამოსილებას, რომელთა პირად საქმეშიც მოიპოვება მასალა უკანონო და არაეთიკური ქმედების შესახებ.  ამ მიზნით, პოტენციური მენეჯმენტის პერსონალი შერჩეულ იქნება მის ადრინდელ სამუშაო პოზიციაზე ყოფნის დროს ეთიკური და ნორმატიული მოთხოვნებისადმი  დამოკიდებულების შესაბამისად.  კოდექსის, სხვა სტანდარტებისა და პროცედურების შეუსრულებლობას ჯორჯიან ეარვეისი   დაადგენს პიროვნების ინდივიდუალური მუშაობის შეფასებიდან, დასაქმების ხანგრძლოვობისა და გატარებული დისციპლინარული ზომებიდან გამომდინარე. 

სტანდარტებისა და პროცედურების განზრახ იგნორირება, ან თანამშრომლის სამუშაო ფუნქციასთან დაკავშირებული არაეთიკური და არასამართლიანი ქმედება გახდება სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.

ნებისმიერი ზედამხედველი და მენეჯერი, რომლისათვისაც ცნობილია მისდამი დაქვემდებარებული პირის მიერ განხორციელებული არაეთიკური და არაკანონიერი ქმედების შესახებ და მიუხედავად ამისა მაინც არ მიმართავს ამის საპასუხოდ  სათანადო ზომებს მიიღებს დისციპლინარულ გაფრთხილებას ან დათხოვნილ იქნება სამსახურიდან,  პერსონალის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად. 

 

V. არავითარი შურისძიება

ჯორჯიან ეარვეისი მიესალმება კოდექსის ან სხვა პოლიტიკის დარღვევის და არაეთიკური და არასამართლებრივი ქმედების მცდელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. ჯორჯიან ეარვეისი  არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს საწინაააღდეგო ზომებს იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც კეთილი განზრახვით გააკეთებს განცხადებას კოდექსის ან სხვა პოლიტიკის დარღვევის და არაეთიკური და არასამართლებრივი ქმედების მცდელობის შესახებ. ჯორჯიან ეარვეის-ი არავითარ შემთხვევაში არ  ეთანხმება ასეთი პიროვნების მიმართ შურისძიებას, იქნება ის კომპანიის თანამშრომელი თუ კომპანიის პარტნიორი.

თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ ასეთი განცხადების მიწოდების დროს სპეციალური საგანმცხადებლო სისტემა, რომლის საშუალებითაც განცხადება გაკეთდება ანონიმურად და აქედან გამომდინარე თანამშრომელი დაცულია ყოველგვარი შესაძლო შურისძიებისაგან. ეს სისტემა ხელმოსაწვდომია ნებისმეირ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლისათვის.

ჯორჯიან ეარვეისის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის მატერიუალური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს.

 

VI. მონიტორინგი

კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია გააკონტროლოს არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან აცილების, გამოვლენისა და კორექტირებისათვის  საჭირო სტანდარტები  და პროცედურების შესაბამისობის დასადგენი ტესტირება  იმ მიზნით რომ განსაზღვროს პერსონალის საქმიანობა სრულად შეესაბამება თუ არა მას.

მსგავსი გამოსაცდელი პროცედურები დადგენილია იმ პრაქტიკის შესამოწმებლად რომელიც ქმნის შეუსრულებლობის რისკს. კომპეტენტური თანამდებობის პირი ტესტირების შედეგების ანგარიშს სტანდარტებსა და პროცედურებში  რეკომენდირებულ ცვლილებებთან ერთად  გადასცემს კომპეტენტურ კომისიას, არა ნაკლებ კვარტალში ერთხელ.


VII. შეუსრულებლობის განცხადება.

ჯორჯიან ეარვეისის თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება დაიცვას კოდექსი და ის სტანდარტები და პროცედურები რაც ეხება უშუალოდ ამ თანამშრომელს.   თანამშრომლებს ასევე მოეთხოვებათ განაცხადებით მიმართონ მენეჯმენტს ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს მათთვის ცნობილი ნებისმიერი შესაძლო ან არსებული დარღვევის შესახებ. მენეჯერები და ზედამხედველები უფრო ფხიზლად უნდა იცავდნენ ამ კოდექსს და მათზე გავრცელდება შესაბმისი სანქციები თუ ისინი ვერ აღმოაჩენენ ან არ გააკეთებენ განცხადებას დაღვევის შესახებ.  განაცხადი კოდექსის დარღვევის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი პირის მიერ. განმცხადებელს შეუძლია განცხადება გააკეთოს როგორც ღია ასევე ანონიმური პიროვნების სახით. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ხელმძღვანელობაში, კომპეტენტურ თანამდებობის პირთან ან ანონიმურად ჯეორჯიან ეარვეისის ცხელ ხაზზე (248 55 53) ან ვებ მეილზე: compliance@georgian-airways.com. განაცხადის გაკეთება შეიძლება როგორც სიტყვიერად ასევე წერილობითი ფორმით და ნებისმიერი განცხადება უნდა გადაეცეს ხელმძღვანელობას ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს. დარღვევის შესახებ წერილობითი განაცხადის უნდა გაეგზავნოს ხელმძღვანელობას და კომპეტენტურ თანამდებობის პირს განმცხადებლის შეხედულებისამებრ.  მენეჯერთა მიერ მიღებული განცხადებები დარღვევებთან დაკავშირებით დაუყონებლივ უნდა გადაეცეს კომპეტენტურ თანამდებობის პირს.

ნებისმიერი განაცხადი დარღვევის შესახებ დაუყონებლივ გამოძიებულ უნდა იქნეს კომპეტენტური თანამდებობის პირის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

განცხადებების ჩანაწერების შედგენა ხდება კომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ და ის უნდა მომზადდეს ისეთი ფორმით, სადაც მოცემული იქნება ბრალდების დეტალები, თუ რა ზომები გატარდა ამ ბრალდების ნამდვილობის გამოსაძიებლად, ასეთი გამოძიებების შედეგები ან დასკვნები, და ასევე კოდექსის დამრღვევ თანამშრომელთა წინააღმდეგ ჯორჯიან ეარვეისის მიერ გატარებული ნებისმიერი კორექტული ან დისციპლინარული ქმედებები. 

კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა უნდა წარუდგინოს ამ ანგარიშების შემაჯამებელი დოკუმენტაცია კომპეტენტურ კომისიას პერიოდულად, სულ მცირე კვარტალში ერთხელ მაინც.


დადასტურების ფორმა

მე,____________________ , ვადასტურებ, რომ წავიკითხე  ჯორჯიან ეარვეისის "კორპორაციული პოლიტიკის, საქმიანი ეთიკისა და ქცევის კოდექსი"  და დავიცავ ამ კოდექსში მოცემულ  და განსაზღვრულ პირობებს, პოლიტიკასა და დირექტივებს. უფრო მეტიც,  ვიღებ პასუხისმგებლობას შევასრულო დირექტივები და პრინციპები და ვდებ პირობას რომ ჩემდამი დაქვემდებარებული თითოეული თანამშრომელი სრულად დაიცავს ამ კოდექსს, არსებულ პოლიტიკისა და დირექტივების  ისეთი საკითხისადმი გამოყენებას, რომელიც კონკრეტულად არ არის განსაზღვრული იმ დეპარტამენტში, სადაც ვარ დასაქმებული.   


ხელმოწერა________________________________

 

თანამშრომლის სახელი და გვარი _________________________________________


მიმართულებები
ინფორმაცია და მომსახურება
ბორტზე
საჭირო ინფორმაცია
სამგზავრო ბარგი
სპეც-მომსახურება
ელექტრონული ბილეთები
მგზავრობა ბავშვებთან ერთად
საკონტაქტო ინფორმაცია
დაგეგმვა და შესყიდვა
სად დავფრინავთ
რეისების განრიგი
ბილეთის შესყიდვა
ინტერაქტიული რუკა
ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ
ავიაპარკი
ეკიპაჟი
პარტნიორი კომპანიები
დაზღვევა
ტექნიკური უზრუნველყოფა
კორპორატიული მართვა
PR და მარკეტინგის სამსახური
შემოთავაზებები
სიახლეები
სპეციალური შემოთავაზებები
© 2013 Georgian Airways Conditions of Carriage | Privacy Policy | Legal Notice