ეკიპაჟი

"ჯორჯიან ეარვეისი"-ს ხომალდებს მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მფრინავები მართავენ. ეკიპაჟის ყველა წევრს გავლილი აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული სწავლება.

თითოეული პილოტი 6 თვეში ერთხელ გადის განმეორებით ტრენინგებს შესაბამისი ტიპის თვითმფრინავის მოდელებზე შემდეგ სასწავლო ცენტრებში:

CAE – ამსტერდამი / ბრიუსელი / დუბაი (Boeing 737 / Global 6000)

SIM Aero – პარიზი (Boeing 767)

Baltic Aviation Academy – ვილნიუსი

Lufthansa Training Center (CRJ)

"ჯორჯიან ეარვეისის" პილოტებს მინიჭებული აქვთ მე-2 და მე-3 კატეგორიის ხარისხი, რაც მათ არასასურველი ამინდის პირობებში ოპერირების უფლებას აძლევს.

image
image

ბორტგამცილებლები

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეის"-ის პროფესიონალი ბორტგამყოლები უზრუნველყოფენ მაღალი დონის მომსახურებას საჰაერო ხომალდზე უსაფრთხო და კომფორტული ფრენებისთვის. ''ჯორჯიან ეარვეის"-ის ბორტგამყოლებს გავლილი აქვთ როგორც ერთჯერადი, ასევე რეგულარული სასწავლო კურსები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიის და ჩეხეთის საერთაშორისო სასწავლო ცენტრებში. ბორტგამცილებლების სწავლება გრძელდება ექვსი თვე და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ფრენის უსაფრთხოება და ინციდენტების პრევენციის შემთხვევები, საგანგებო პროცედურები და ევაკუაცია, პირველადი სამედიცინო დახმარება და მგზავრების მომსახურება. ბორტგამყოლების შერჩევა ხორციელდება ავიაკომპანიის შიდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.