კონფიდენციალურობის პოლიტიკა



შპს „ჯორჯიან ეარვეისიზრუნავს თქვენი პირადი ცხოვრების დაცვაზე და პასუხისმგებლობით ეკიდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ, რა მიზნით ხდება მისი დამუშავება, ვის შეიძლება გადაეცეს და რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს.

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მათ შორის საქართველოსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებკანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) მოთხოვნების შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი მომსახურების გასაწევად.

პერსონალური მონაცემები გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება, პირდაპირ ან ირიბად, მათ შორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, ფრენასთან დაკავშირებული დეტალები და სხვა მსგავსი ინფორმაცია.



რა ინფორმაციას ვაგროვებთ


თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება მაშინ, როდესაც:

  • ყიდულობთ ავიაბილეთს;
  • იყენებთ ჩვენს ვებსაიტს ან სერვისებს;
  • გადიხართ რეგისტრაციას ;
  • გვიკავშირდებით მომსახურებასის ან დახმარების მოთხოვნით;
  • გვაწვდით ინფორმაციას სპეციალური საჭიროებების შესახებ.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი სახელი და გვარი, საკონტაქტო მონაცემები, პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ფრენისა და ბილეთის დეტალები, ბარგთან დაკავშირებული ინფორმაცია და გადახდის სტატუსი.

საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს კომპანია არ ინახავს.

ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება დამუშავდეს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად მაშინ, როცა ფრენის დროს სპეციალური დახმარება გჭირდებათ. ასეთი მონაცემები მუშავდება მხოლოდ აუცილებელი მოცულობით და განსაკუთრებული დაცვით.


რატომ გვჭირდება ეს ინფორმაცია


თქვენი პერსონალური მონაცემები გვჭირდება:

  • ავიაბილეთების გაყიდვისა და მართვისთვის;
  • ფრენების შესრულებისთვის;
  • ბარგის გადაზიდვისთვის;
  • check-in და boarding პროცედურების ორგანიზებისთვის;
  • ფრენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მომხმარებელთა დახმარებისთვის;
  • კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.



ვის შეიძლება გადავცეთ თქვენი მონაცემები


ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი მგზავრობის ორგანიზებისა და მომსახურების სწორად გაწევის მიზნით, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი მონაცემების გადაცემა პარტნიორი ორგანიზაციებისთვის და ქვეკონტრაქტორებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ფრენის შესრულებაში, ბარგის გადაზიდვაში ან ტექნიკურ უზრუნველყოფაში. თქვენი მონაცემები გადაეცემა მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მომსახურების უზრუნველსაყოფად.

ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, საქართველოსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებკანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად.


მონაცემების სხვა ქვეყნებში გადაცემა



საერთაშორისო ფრენების სპეციფიკიდან გამომდინარე, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევებში მონაცემთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) მოთხოვნების შესაბამისად.


რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს


პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ფრენის შესრულებისა და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შემდეგ მონაცემები იშლება ან დეპერსონალიზდება კანონით დადგენილი წესით.


თქვენი უფლებები


თქვენ გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
  • მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა კანონით დაშვებულ ფარგლებში;
  • უარი თქვათ სარეკლამო შეტყობინებებზე;
  • ნებისმიერ დროს მოგვმართოთ შეკითხვით ან საჩივრით.



როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს


თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს, მათ შორის მონაცემების დაცულ გადაცემას, შეზღუდულ წვდომას და თანამშრომლების კონფიდენციალურობის ვალდებულებებს.


ქუქი ფაილების გამოყენება



ჩვენი ვებსაიტი იყენებს მხოლოდ აუცილებელ ქუქი ფაილებს, რომლებიც საჭიროა საიტის სწორად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ქუქი ფაილები არ გამოიყენება სარეკლამო მიზნებისთვის და არ საჭიროებს წინასწარ თანხმობას.

მარკეტინგული შეტყობინებები იგზავნება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ვებგვერდზე რეგისტრაციისას.


პოლიტიკის განახლება


კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად განახლდეს. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ჩვენს ვებსაიტზე.


საკონტაქტო ინფორმაცია


თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება, დაგვიკავშირდით:

[email protected]