მოგზაურობა შენგენის ქვეყნები

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:

ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს:

დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად: საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს https://www.gov.uk/check-uk-visa

ირლანდიის ვიზის მისაღებად: ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურს .სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა)

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;

180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით, მაგალითად, შემდეგნაირად:

შეიძლება თუ არა 90 დღიან პერიოდში მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნისტერიტორიაზე?

დიახ, თუმცა საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა. ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.

მოკლევადიანი ვიზიტის მიზნები

უვიზო მიმოსვლის პირობებში ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში შეგიძლიათ გაემგზავროთ სხვადასხვა მიზნით:

ტურისტული მოგზაურობა;

ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;

საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;

საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;

მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;

სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია

ნებისმიერი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;

რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის?

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.

 

რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს:

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე.

გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:

დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

 

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:

იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

 

საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქმება თუკი:

ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;

საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;

ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;

არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;

აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ (შენგენის ერთიანი სისტემა).

მოგზაურობა ისრაელში

ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესვლის მომენტიდან 90 დღეს 6 თვის განმავლობაში. ისრაელის სახელმწიფოში მგზავრობისათვის აუცილებელიისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესვლის მომენტიდან 90 დღეს 6 თვის განმავლობაში.

ისრაელის სახელმწიფოში მგზავრობისათვის აუცილებელი

ისრაელის სახელმწიფოში მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

გარდა ამისა, მგზავრებს, ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე, შეიძლება მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

უვიზოდ შესვლის ნებართვა არ იძლევა ისრაელის სახელმწიფოში მუშაობის უფლებას!

 

ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები

 

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ..;

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაჰყონ ისრაელის ტერიტორიაზე 1-დან 90 დღემდე ვადით 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ისრაელის ტერიტორიაზე მომდევნო შესვლა შესაძლებელია ბოლო შესვლიდან 90 დღიანი (3 თვიანი) პერიოდის გასვლის შემდეგ. ისრაელში უვიზო შესვლა არ იძლევა ისრაელში მუშაობის ან დასაქმების უფლებას!!!

ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება დეპორტაციას (საქართველოში იძულებით დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ მოქალაქეს შეეზღუდება ისრაელის ტერიტორიაზე შემდგომი შესვლა.

ისრაელში სხვადასხვა მიზნით (მათ შორის მუშაობის უფლებისათვის) გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში, აუცილებელია  ისრაელის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა.

 

რა პროცედურების გავლა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში?

 

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ისრაელის სასაზღვრო პუნქტთან სასაზღვრო კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა შესაძლოა მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვ.);

მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ..);

უკან დაბრუნების გარანტია: სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ..)

საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დადგენის მიზნით ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა 3-4 საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე და საიმიგრაციო სამსახურის ადამიანურ რესურსებზე.

ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურს უფლება აქვს, ისრაელში შესვლაზე ან დარჩენაზე უარი უთხრას ნებისმიერ პირს, რომელსაც ის მიიჩნევს არასასურველად მისი მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ისრაელის საიმიგრაციო პროცედურების განხორციელებაში, შესაბამისად საელჩოს საკონსულო სამსხური ვერ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლაში.

დამატებითი ინფორმაცია ისრაელთან არსებული უვიზო მიმოსვლის წესების თაობაზე განთავსებულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე: http://israel.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=999&info_id=34217

 

ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოში პირადი სარგებლობის მედიკამენტების შეტანის შესახებ:

 

ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ნებადართულია პირადი სარგებლობისათვის მედიკამენტების შემოტანა შემდეგი პირობებით:

მოქალაქემ თან უნდა იქონიოს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ექიმის რეცეპტი (აპოსტილით დამოწმება სავალდებულო არ არის), რომელშიც მითითებულია პირის სახელი, გვარი, ასაკი, დიაგნოზი და წამლის დასახელება;

ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის შემთხვევაში კი მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამომგზავნი ქვეყნის შესაბამისი უწყების ინგლისურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტაცია;

აღნიშნული ცნობების წარუდგენლობის შემთხვევაში მოქალაქეებს საბაჟო სამსახურის მიერ ჩამოერთმევათ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი მედიკამენტები.

დამატებით გთხოვთ იხილოთ იმ მიზეზთა სია, რომლის გამოც შესაძლოა მოქალაქეს უარი ეთქვას ისრაელის ტერიტორიაზე შესვლაზე: https://geoconsul.gov.ge

მოგზაურობა საქართველოში

2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოში ამოქმედდა ახალი სავიზო პოლიტიკა. განისაზღვრა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს (მოქალაქეობის არმქონე პირებს) მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ვრცლად სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge.

უცხოელს მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში. საქართველოს გრძელვადიანი ვიზა გაიცემა 90 დღის ხანგრძლივობით და არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ვიზის გაცემის ელექტრონული სისტემა, რომლის განაცხადიც შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ მისამართზე: www.evisa.gov.ge

საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დაინტერესებული პირის მიერ უარის გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან ერთი  1 (ერთი) თვის ვადაში.

იხილეთ სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა.