შშმ მგზავრებისთვის
მგზავრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მეტ ყურადღებას და/ან ინდივიდუალურ დახმარებას (საჰაერო ხომალდზე ჩასხდობის, ხომალდიდან გამოსვლის და აეროპორტში გადაადგილების დროს).
შშმ მგზავრების რეისზე მიღება დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
მგზავრის მდგომარეობა;
საჰაერო ხომალდის ტიპი;
სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების აუცილებლობა;
თანმხლებ პირთან ერთად მგზავრობის აუცილებლობა;
ტრანსფერული რეისით მგზავრობა;
იმისათვის რომ მოხდეს ყველა საჭირო აღჭურვულობის და დამხმარე პირების დროული მობილიზება, აუცილებელია ბილეთის დაჯავშვნა მოხდეს ფრენამდე მინიმუმ 48 საათით ადრე.
ხელ-ბარგთან ერთად, შშმ მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ ინვალიდის სავარძელი, ყავარჯენი, საყრდენი ჯოხი და სხვა საჭირო ნივთები დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.
არავითარი სამედიცინო დოკუმენტი არ მოეთხოვებათ მგზავრებს, რომელთაც:
დახმარება მხოლოდ აეროპორტში გადაადგილების და საჰაერო ხომალდში ჩასხდომა/გამოსვლის დროს ჭირდებათ;
სმენადაქვეითებულ და უსინათლო მგზავრებს;
მგზავრებს, რომელთაც არ ჭირდებათ ზედამხედველი ფრენის დროს და ინვალიდის სავარძელს იყენებენ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო (ასაკი, კომფორტი და ა.შ)