ბიზნეს კლასი

ჩვენი კერძები მზადდება საქართველოში, ყოველი რეისის შესრულებამდე ცოტა ხნით ადრე,მხოლოდ საუკეთესო ქართული პროდუქტების გამოყენებით

სხვადასხვა სახის სეზონური ბოსტნეულის სალათები, ქართული ყველის ასორტი. საქონლის, ცხვრის, ფრინველის ან თევზისგან დამზადებული ქართული სამზარეულოს ცხელი კერძები, თქვენი გემოვნების მიხედვით. ცხელი ხაჭაპური, ქართული პური და ბაგეტი. საუცხოო ნამცხვრები, ტკბილეული და სეზონური ხილის სალათი. საუკეთესო ქართული თეთრი და შავი ღვინო. ჩაი, ყავა და გამაგრილებელი სასმელები, მათ შორის ცნობილი ქართული მინერალური წყლებიდა ლიმონათი, რომლებიც მოგეწოდებათ ფრენის გამნავლობაში. მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენი მენიუ არ შეიცავს ღორის ხორცს. მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ სამარხვო მენიუ.

image

ეკონომ კლასი

ეკონომ კლასში გთავაზობთ სენდვიჩს ყველით ან ლორით, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი, ყავა მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი.