ბავშვი თანმხლები პირის გარეშე
8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ იმოგზაურონ დამოუკიდებლად, მშობლების ან მეურვის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით.
მშობლებს ევალებათ:
სასურველი რეისის დაჯავშნა
სპეციალური მოთხოვნის ინფორმაციის შეტანა ჯავშანში
გაცილების ესკორტის შეკვეთა
დახვედრის ესკორტის შეკვეთა
ბავშვის საპასპორტო მონაცემების წარდგენა
საჭირო სამგზავრო დოკუმენტაციის წარმოდგენა: ბილეთი; პასპორტი. ნოტარიალურად დამოწმებული მშობლების ან მეურვის თანხმობა ავიაკომპანიის მიერ ბავშვის თამხლები პირის გარეშე გადაყვანის შესახებ;
გამცილებელი ზრდასრული პირის ყოფნა გამგზავრების აეროპორტში რეისის გაფრენამდე.
დამხვედრი ზრდასრული პირის ყოფნა ჩაფრენის აეროპორტში;
ესკორტირების ფორმის შევსება
იმ შემთხვევაში, თუ ჩაფრენისას ბავშვს არ დახვდება მშობლების მიერ მითითებული ზრდასრული პირი, მშობელი ვალდებულია დაფაროს ბავშვის უკან დაბრუნების ხარჯები (კვება, სასტუმროს ხარჯები, მიწისზედა ტრანსპორტი, უკან დაბრუნების ბილეთი და ა.შ.)
UMNR / თანმხლები პირის გარეშე ბავშვის მომსახურების საფასური (ბილეთთან ერთად) თითო მიმართულებაზე (ერთი გზა) შეადგენს:
ევროპა - 95 ევრო;
ისრაელი - 95 აშშ დოლარი;
ავიაკომპანიას ევალება:
ავიაკომპანია პასუხისმგებელია თანმხლები პირის გარეშე მოგზაურ ბავშვზე იმ წუთიდან, როდესაც მშობელი/მეურვე მას აბარებს ავიაკომპანიას, იმ წუთამდე, სანამ ავიაკომპანია ჩააბარებს ბავშვს დამხვედრ პირს ან მიმღებ ავიაკომპანიას მგზავრობის გაგრძელების შემთხვევაში.