image

29 ივნისის ჩათვლით თბილისი–თელ-ავივი–თბილისის რეისები გაუქმებულია

მგზავრთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 29 ივნისის ჩათვლით თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.

მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთების გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.

ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.

“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს.