image

ჯორჯიან ეარვეისი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს

ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს: ვენა, პარიზი, ნიცა, ამსტერდამი, მიუნხენი, ბერლინი, მილანი და ლარნაკა.

ასევე ჩვენ ვმუშაობთ  თელ-ავივის მიმართულებით  ყოველდღიური ფრენების აღდგენაზე. პირდაპირი ფრენები შესრულდება ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის ავიახომალდებით.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან ეარვეისი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.

ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს შეასრულებს შემდეგი განრიგით:

Ø  ვენა - სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა;

Ø  პარიზი -სამშაბათი, პარასკევსი და კვირა;

Ø  ნიცა -ორშაბათი, ოთხშაბათი და შაბათი;

Ø  ამსტერდამი - ორშაბათი, ოთხშაბათი და შაბათი;

Ø  მიუნხენი - ორშაბათი, ოთხშაბათი და კვირა;

Ø  ბერლინი - ოთხშაბათი და შაბათი;

Ø  მილანი - სამშაბათი, პარასკევი და კვირა;

Ø  ლარნაკა - რეისები შესრულდება ყოველ დღე;

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე იგეგმება ყოველდღიური რეისების შესრულება თელ-ავივის მიმართულებითაც.